დასახელება:
შემოსავლების აუდიტი/დებიტორული დავალიანების კონტროლიორი
|
მომწოდებელი:
Steps Batumi Hotel and Suites
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტსასტუმრო ბათუმში, რომელიც გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე.
ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით, შემოგვიერთდით!
ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების აუდიტი/დებიტორული დავალიანების კონტროლიორის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური შემოსავლების კონტროლი;
** ფრონტ ოფისის, რესტორნის და სპა განყოფილებების ტრანზაქციების სიზუსტის კონტროლი;
** საოპერაციო სისტემაში ასახული საბარათე ტრანზაქციების შედარება, საბანკო ანგარიშზე ასახულ ოპერაციებთან;
** ნაღდი ფულის ბრუნვის კონტროლი;
** სარესტორნო ტრანზაქციების შესაბამისობის შედარება საოპერაციო სისტემასთან;
** სპა ტრანზაქციების შესაბამისობის შედარება საოპერაციო სისტემასთან;
** ნაღდი ფულის მოულოდნელი შემოწმებების დაგეგმვა და განხორციელება სასტუმროს ყველა ნაღდ ფულთან მომუშავე თანამშრომელთან;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების გატარება სისტემის / AR მოდულში;
** ტურისტულ კომპანიებზე საბოლოო ინვოისების გადაგზავნა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში და ინვოისების ჩარიცხვის კონტროლი.
სავალდებულო მოთხოვნები:
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა,
** სასტუმროს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება -Opera, Fidelio. Fina, ElektraWeb ან ნებისმიერი სხვ.
** გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განსახილველად ქვემოთ ჩამოთვლილ გამოცდილებათაგან ერთი ერთი არის სავალდებულო: შემოსავლების აუდიტი (სასტუმრო), დებიტორული დავალიანებების კონტროლიორი (სასტუმრო), რეზერვაციების აგენტი, მიღება-განთავსების დეპარტამენტის სუპერვაიზერი, გაყიდვების აღმასრულებელი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|