Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658878&print=yes&view=jobs
 
ქსელის მართვის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მართვის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თუ გსურთ ახალი გამოწვევების მიღება, ეს პოზიცია პროფესიული ზრდის შესანიშნავ შანსს გთავაზობთ.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** კომერციულ დირექტორთან ერთად ფილიალის კომერციული განვითარებისთვის სტრატეგიის შემუშავება;
** ქსელის რეალიზაციისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, გეგმების შესრულების მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** კონკრეტული ფილიალების გაყიდვების ანალიტიკის წარმოება და კომერციულად მომგებიანი ასორტიმენტის განსაზღვრა/განახლება;
** ქსელში მომხმარებელთა ნაკადების შექმნის მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** განახლებული ასორტიმენტის, სეზონური შეთავაზებებისა და სხვა მასტიმულირებელი პროგრამების დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** არამომგებიანი ფილიალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება და კომერციულ კომიტეტზე დასამტკიცებლად წარდგენა;
** ფილიალის მომარაგებისა და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
** ქსელის ფილიალებში უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პლატფორმების რეალიზაციის დაგეგმვა, გეგმების შესრულების მონიტორინგი, გაყიდვების ანალიტიკის წარმოება და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** გაყიდვების მენეჯერის ან/და ფილიალის მენეჯერის/ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point), Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის და ლიდერობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქსელის მართვის ხელმძღვანელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია