Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658865&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ცინცაძის 24ა
ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების დახმარება, როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე, კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებიც);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).

სტაჟირებისას თქვენ შეისწავლით IT სერვისის მიმართულებას საწყისებიდან. ჩვენთან გატარებული დრო ჩაგეთვლებათ დიდ კორპორაციაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებად. ამასთანავე, პრაქტიკის გავლის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იყოს "ევექსის" ვაკანსიებზე.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/stajireba-it-departamentshi/652

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია