Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თაიმი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და თანამშრომელთა განვითარებაზე

"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: City Tower, ვაჟა-ფშაველას გამზირი №70, პრემიუმ ბიზნესცენტრი.

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: TI`ME

ძირითადი მოვალეობები:

** წინა ხაზის თანამშრომლების რეკრუტინგისა და შერჩევის სრული ციკლის მართვა
- სამუშაო აღწერილობების შემუშავება, ვაკანსიის განთავსება შესაბამის არხებზე და კანდიდატების მოზიდვა
- CV-ების გადარჩევა, ტესტირების/ გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) და კომპანიიდან წასვლის (Offboarding) სრული პროცესის მართვა
- დამსაქმებლის ბრენდინგისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა
** ადმინისტრაციული მიმართულება:
- თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შრომის კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, დაზღვევა, ტაბელი, ხელფასის ფაილი, შვებულება, რეესტრი და სხვ.)
- HR ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი
- 1C და ERP პროგრამებთან დაკავშირებული ყველა ამოცანის მართვა
- HR SOFT-ში შესაბამისი მონაცემების შეყვანა და მონიტორინგი
- ადამიანური რესურსების მართვის მეტრიკების მონიტორინგი და ანალიზი
- კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური რეპორტების მომზადება
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის შიდა პროცედურების შედგენა, გადახედვა და ცვლილებების შეტანის ინიცირება
** თანამშრომელთა სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში (Team-Building, კორპორატიული წვეულება და სხვა აქტივობები) აქტიური მონაწილეობა
** თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, მოტივაციის გაზრდა და შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე (ზეპირი და წერითი კომუნიკაცია)
** MS Excel-ისა და MS Word-ის პროგრამების კარგი ცოდნა
** შრომის კოდექსის ცოდნა
** ადამიანური რესურსების სფეროში არსებული ზოგადი პოლიტიკებისა და პროცედურების ცოდნა

უნარები:

** ადამიანებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება
** მოსმენის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები
** ინიციატივიანობა და კრეატიულობა
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება
** ანალიტიკური უნარები
** ვადებთან ეფექტურად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ოფისიდან - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ. (პარასკევს - 18:00 სთ-მდე)
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
** ანაზღაურება (Net): 2, 100 ლარი
** კვარტალური საბონუსე სისტემა KPI-ების შესრულებაზე დაფუძნებით (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდგომ)

შერჩევის პროცესი: ინტერვიუ და ტესტირება

"TI`ME" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიულ განვითარებას
** ბრენდირებულ საჩუქრებს
** თანამშრომლის ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე
** გუნდურ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობას

თუ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ გამოცხადებული პოზიციით, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/125?source=aWQ9MzE%3D და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია თაიმის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვით მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@time.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე