Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658827&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ვანილის სახლი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კაფე "ვანილის სახლი" ორბელიანზე ეძებს გუნდის მოტივირებულ წევრებს შემდეგ პოზიციებზე თბილისში.

1. ჭურჭლის მრეცხავი-დამლაგებელი
2. მიმტანი-ბარისტა

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 557 942 270 ან 599301130

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.

1. ჭურჭლის მრეცხავი/დამლაგებელი

ხელფასი: დღეში 100 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის დალაგება;
** ჭურჭლის რეცხვა;
** სამუშაო პროცესში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დღის განმავლობაში სისუფთავის რეგულარული კონტროლი;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

მოთხოვნები/აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - განაკვეთი: 09:00-დან 16:00 სთ-მდე ან 16:00-დან 23:00 სთ-მდე, კვირაში 7 სამუშაო დღე. შესაძლებელია ცვლების გადანაწილება. 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
** ხელფასი: დღეში 100 ლარი
** თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია კვება

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: 557 942 270 ან 599301130

2. მიმტანი-ბარისტა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** დახლზე მზა პროდუქტის დალაგება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
** დესერტების, სენდვიჩების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება ბარიდან გასატანად;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და პროგრამაში ასახვა; დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მენიუში არსებული კერძების, მათში არსებული ინგრედიენტების ცოდნა;

მოთხოვნები:

** ყავის, ფრეშების, სმუზების და პოპულარული კოქტეილების მომზადების გამოცდილების ქონა; ტრენინგს გავატარებთ და შევასწავლით ადგილზეც;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი;
** კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სისხარტე და მოქნილობა;
** ღიმილი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია. განაკვეთი: 09:00-დან 16:00 სთ-მდე ან 16:00-დან 23:00 სთ-მდე, კვირაში 7 სამუშაო დღე. შესაძლებელია ცვლების გადანაწილება. და დასვენების დღეების განრიგი.
** თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია კვება ადგილზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 557 942 270 ან 599 301130
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია