დასახელება:
საბანკო მოწყობილობების რემონტის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების რემონტის ინჟინრის თანაშემწე.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
სამუშაო ადგილი: დიღმის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ (1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
** საბანკო მოწყობილობების ინჟინრის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** საბანკო მოწყობილობების დაზიანების დონის შეფასება და მოწყობილობების სორტირება;
** საბანკო მოწყობილობების დაშლა და აწყობა, დაზიანებული ნაწილის შეცვლა;
** სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება პროტოკოლის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად, 1100-1200₾ (NET/ხელზე ასაღები);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fitpass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yltuBWpe
|
|
|
|