Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658012&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CarMate
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

გაყიდვების გუნდში ვეძებთ კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ მოტივირებულ, ენერგიით აღსავსე გუნდის წევრებს, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, მოგცეთ სრულფასოვანი ტრენინგი და მაქსიმალური ცოდნა, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალი დონის, პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად.

კომპანიის შესახებ:

ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვისს. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს აუტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვასა და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი
** დამატებით მზარდი ბონუსი გაყიდვებიდან
** საშუალოდ ხელზე ასაღები - 2000+ ლარი
** განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და დროის სწორი მენეჯმენტი
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ, და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს
** ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი ბონუსები, რეალური შესაძლებლობით მიიღოთ 2000+ ლარი ყოველ თვე;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა გაყიდვებისა და ავტომობილების სფეროში;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო ატმოსფერო, სადაც თქვენი იდეები დაფასდება;
** რეალური შანსი კარიერული წინსვლისა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcarmate@gmail.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია