Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=657798&print=yes&view=jobs
 
მონაცემთა ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ინჟინერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინჟინრის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** SQL-ისადა Python-ის გამოყენებით ავტომატიზირებული ETL/მონაცემთა პაიპლაინების შემუშავება;
** სხვადასხვა წყაროებიდან სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული მონაცემების დამუშავება;
** Data Warehouse-ისა და Data Lake-ისთვის მონაცემთა მოდელების შექმნა და ოპტიმიზაცია;
** ოპტიმალური მონაცემთა არქიტექტურების დიზაინის შემუშავება;
** მონაცემთა ხარისხის, თანმიმდევრულობისა და მთლიანობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** ბიზნესის ანალიტიკოსებთან, მონაცემთა მეცნიერებთან და ბიზნეს გუნდებთან თანამშრომლობა;
** პროცესების დოკუმენტირება და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მონაცემთა ინჟინრის პოზიციაზე;
** გამოცდილება რელაციური და არარელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის;
** მონაცემების მოდელირებისა და მონაცემთა არქიტექტურის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1890

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია