დასახელება:
ღამის ცვლის მოლარე
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან ურთიერთობა
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება
** გაყიდული პროდუქციის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება : 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი (4 დღეში ერთხელ)
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|