Робота для біженців з України
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Solana Development
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"Solana Development" 11 წლიანი გამოცდილებს მქონე კომპანიაა უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე ვაშენებთ ჩვენს რიგით მე-4, ინოვაციურ პროექტს Solana Grand Residences შავი ზღვის სანაპიროზე.

იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: https://solanadevelopment.ge/

"Solana Development" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

პოზიციის მოკლე აღწერა:

B2B მენეჯერი წარმოგვიდგენია, როგორც კორპორატიულ პარტნიორებთან ბრენდის მთავარი ელჩი. თქვენ მოგიწევთ ახალი თუ არსებული პარტნიორობების ჩამოყალიბება, მათი საჭიროებების ღრმად გაანალიზება და ბიზნესის მომგებიანი შეთავაზებების შექმნა, რაც როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე ჩვენი კომპანიის ზრდას უზრუნველყოფს.

ძირითადი ამოცანები:

სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების, უძრავი ქონების სააგენტოების და ინვესტორთა ჯგუფების იდენტიფიცირება და აქტიური კომუნიკაცია;
** პარტნიორობის ფორმატი, პირობები და აქცენტები მორგებული უნდა იქნას თითოეული პარტნიორის საჭიროებებზე.

რეპორტინგი და ლოიალური პარტნიორების შენარჩუნება/ზრუნვა:

** მუდმივი კომუნიკაცია საერთო მიზნებისა და პროგრესის შესახებ;
** პროექტის პოსტ-გაყიდვით მხარდაჭერის უზრუნველყოფა და პარტნიორებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა.
** პარტნიორებისთვის სიახლეების/მშენებლობის პროგრესის მუდმივი გაზიარება
** ხელშეკრულებების / ანგარიშების მომზადება
** პრეზენტაციების, კომერციული შეთავაზებებისა და დეტალური ანგარიშების მომზადება;
** მოლაპარაკება ისე, რომ ორივე მხარის ინტერესი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი
** B2B სპეციფიკურ კამპანიებში მონაწილეობა;
** KPI-ების, გაყიდვების პოტენციალის და კონვერტაციის მაჩვენებლების ანალიზი;
** მიღებული მონაცემების საფუძველზე სწრაფი ცვლილებების განხორციელება.

ბაზრის დინამიკის შესწავლა:

** ინდუსტრიის ტენდენციებისა და კონკურენტების ინიციატივების მონიტორინგი;
** ბიზნეს-მოდელის გაუმჯობესების რეკომენდაციები და ახალი სერვისების განვითარება.
** ინტეგრირებული გუნდური მუშაობა
** მჭიდრო კოორდინაცია პროექტების, ფინანსებისა და კლიენტთა მომსახურების გუნდებთან;
** დროის ეფექტური მართვა და რესურსების ოპტიმალური განაწილება პროცესის დაწყებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და არამარტო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-5 წელიწადიანი გამოცდილება B2B გაყიდვების ან ბიზნეს-განვითარების-ის მიმართულებით (უძრავი ქონებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** CRM სისტემასთან მუშაობის ცოდნა (მაგალითად, Salesforce, HubSpot, Amocrm, Bitrix ან სხვა).
** გამართული კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე; რუსულ, ივრითულ ან ჩინურ ენაზე მეტყველება ჩაითვლება უპირატესობად.
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

როგორ გამოაგზავნოთ რეზიუმე:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე info@solanadevelopment.ge. თემაში მიუთითეთ "B2B მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე