Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"იმპოსტი MEP"— წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირებას
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს
** გათბობა, გაგრილება და ვენტილაციას
** წყალგაყვანილობის სისტემებს
** ელექტრო და სუსტი დენების სისტემებს

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვა და ზედამხედველობა
** პროექტის მართვა შეთანხმებულ ვადებში
** საჭირო მასალებისა და რესურსების შესყიდვის დაგეგმვა
** სამუშაო გრაფიკების მომზადება და შესრულების კონტროლი
** პროექტის მართვა შეთანხმებულ ვადებში
** სამუშაო პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი და რეპორტინგი შესაბამისი ფორმით
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის მომზადება
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა
** ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა
** პროექტის რისკების ანალიზი და პრობლემური საკითხების გადაჭრის გეგმების შემუშავება
** დამკვეთ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება
** პროექტის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა N2, ფორმა 29, და აშ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, არქიტექტურის ან სამშენებლო სფეროში
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება MEP ან სამშენებლო პროექტების მართვაში
** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა
** MS Project და AutoCAD პროგრამების ცოდნა
** მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@IMPOSTI.GE და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: პროექტების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე