დასახელება:
გაყიდვებისა და მარკეტინგის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის ოფიცრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი / ბათუმი
"ცენტრალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდის შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის სერვისების წარმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობა პოტენციურ კლიენტებთან;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
** კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** კონფლიქტების მოგვარების უნარი;
ანაზღაურება: მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 08/09/2025
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|