Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: TG Home
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
უძრავი ქონების სააგენტო "TG Home" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე

შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და მომხმარებელზე ზრუნვის მაღალი სტანდარტით გამორჩეული გუნდის წევრი. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ დასაქმებას, არამედ პროფესიულ ზრდასა და წარმატებისკენ მიმავალ გზას უძრავი ქონების სფეროში.

მდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, გიორგი ტოვსტონოგოვის N3, ბიზნეს ცენტრი "თაიმი"
სამუშაო გრაფიკი: სრული, 11:00-19:00

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების პერსპექტივას
** პროფესიულ ტრენინგებს და ბაზრის სიღრმისეულ შესწავლას
** საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** ტრანსპორტირებას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურება 1000-დან 5000 ლარამდე - დამოკიდებულია შედეგებსა და შრომისმოყვარეობაზე

მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და მიმდინარე ობიექტების შესწავლა
** მიწოდებული ობიექტების განთავსება კომპანიის არსებულ პორტალებზე
** ონლაინ კონსულტაციები და შეხვედრების დაგეგმვა პოტენციურ დამკვეთებთან
** უძრავი ქონების ნახვების ორგანიზება და კლიენტებთან კომუნიკაცია
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების წარდგენა და შეთანხმებების მიღწევა
** ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების და გადაუჭრელი სიტუაციების მართვის უნარი
** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Office.Tghome@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "უძრავი ქონების აგენტი"

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით მენეჯერი - (+995) 579 33 66 01
მენეჯერი - (+995) 579 33 66 39
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე