დასახელება:
პორტფელის დირექტორი
|
მომწოდებელი:
ფინანსური ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
საკონსულტაციო კომპანია "ფინანსური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას პორტფელის დირექტორის პოზიციაზე.
ფინანსური ლაბორატორია ბიზნეს სექტორს 2015 წლიდან სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას ფინანსების მიმართულებით: ფინანსური რესტრუქტურიზაცია, ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი, პროექტის, კონკრეტული მიმართულების ან მთლიანად ბიზნესის შეფასება, ფინანსური სტანდარტების დანერგვა, კორპორაციული ტრენინგები, ინდივიდუალური კონსულტაციები და ა.შ.. ყველა ჩვენი პროექტის მთავარი ხაზია, რომ ჩვენ ვქმნით ღირებულებას.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.FinLab.ge.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც არ ეძებს სტანდარტულ ვაკანსიას, არამედ სჯერა, რომ ჩვენს კომპანიაში და ჩვენთან ერთად შეძლებს მასშტაბური პორტფელის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გრძელი ვადით გსურდეთ.
ჩვენი მოთხოვნები:
** ბიზნესის ღირებულების ზრდის სტრატეგიის შემუშავების გამოცდილება
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფინანსურად შეფასების გამოცდილება
** ფინანსების გუნდის მართვის გამოცდილება
** ბუღალტერიის გუნდის მართვის გამოცდილება
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პორტფელის ეფექტიანი მართვა.
** ღირებულების შექმნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
** პარტნიორი კომპანიებისთვის ბიზნესის ღირებულების შეფასება.
** ფინანსური მოდელების მომზადება.
** ფინანსური რეპორტინგის მოწესრიგება და სხვადასხვა მენეჯერული რეპორტების აწყობა.
** საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით.
** და ა.შ.
პიროვნული თვისებები:
** გლობალურ დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ძალიან კარგი ანალიტიკური უნარები
ჩვენ გთავაზობთ:
ჩვენთან გექნებათ დიდი მრავალფეროვნება, რადგან თითოეული პროექტი უნიკალურია. ასევე დიდ მასშტაბში საქმის კეთების შესაძლებლობა - ჩვენი საკონსულტაციო საქმიანობა სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს ისეთ ლოკაციებს, როგორიცაა დუბაი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, სინგაპური და ა.შ.. ამასთან ანაზღაურება განისაზღვრება პორტფელის მოგებიდან მიღებული პროცენტული წილით, რომლის დეტალები გასაუბრებაზე დაზუსტდება. ერთის მხრივ, ამ პოზიციაზე ფიქსირებული ბიუჯეტი საერთოდ არაა განსაზღვრული, მეორეს მხრივ კი, თუ თქვენ გჯერათ, რომ შეგიძლიათ პორტფელის მართვა და მისი გაზრდა, ფინანსური სარგებელი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. და რაც ყველაზე მთავარია, ზევიდან შემოუსაზღვრელი.
ჩვენ გპირდებით დიდ მხარდაჭერას განვითარების პროცესში და გთავაზობთ ინფრასტრუქტურასა და გამოცდილ გუნდს, რომელიც პორტფელის დირექტორს სრულად მხარს დაუჭერს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე Tamar.Arveladze@FinLab.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|