Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=655380&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორი - ქუთაისი, სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისა და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, სამეგრელო

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (აუცილებელია);
** სწრაფი ანგარიშის უნარი;
** სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ანგარიშსწორება ობიექტთან.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 25 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლი ექსპედიტორი თბილისში).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია