Робота для біженців з України
ბრენდისა და ოპერაციების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდისა და ოპერაციების დირექტორი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"Mindor" საქართველოში პირველი სისტემური გაჯანსაღების სტარტაპია:

სრულად დისტანციური, სრული განაკვეთი

** 2 წელიწადში 9, 000+ კმაყოფილი მომხმარებელი
** ვქმნით ახალ ჯანმრთელობის ფილოსოფიას
** ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის სისტემურ გაჯანსაღებაში დანამატებით და ცოდნის ერთიანი ეკოსისტემით

პოზიცია ამ ეტაპზე მრავალფეროვანია და ექვემდებარება განვითარებას — როლის ოპტიმალურ ეფექტურობაზე დავიწროებას და ფუნქციების დელეგირებას.

პოზიციის ფუნქციები:

1. გუნდის მართვა

** გუნდის წევრების დისტანციური მართვა, KPI-ების კონტროლი
** ახალი ტალანტის აყვანა/დათხოვნა
** შიდა პროცესების დახვეწა

2. სტრატეგია/ოპერაცია

** დამფუძნებლის ხედვის სტრუქტურიზება და რეალიზაცია
** გუნდში სწორი პრიორიტეტების გადაცემა
** სწრაფი შესრულება, მინიმალური ზედამხედველობითა და რესურსით
** ყველა პროექტის დროულად და ხარისხიანად განხორციელება
** შედეგებზე ორიენტირებული ოპერაციული სისტემის დანერგვა

3. ბრენდის განვითარება

** ინფლუენსერებთან ურთიერთობის მართვა
** კამპანიების და კონტენტის ხარისხის კონტროლი
** ბრენდის ტონის, ვიზუალური იდენტობის და მესიჯის ერთიანობის დაცვა

იდეალური კანდიდატი მახასიათებლები:

** 2-5 წლიანი გამოცდილება მცირე სტარტაფ გუნდის ზრდასა და მართვაში
** ტალანტის აყვანის და გაშვების გამოცდილება
** დისტანციურ როლზე მუშაობის გამოცდილება
** რესურსულობა, გეგმის სწრაფად და ეფექტურად რეალობად ქცევის უნარი
** პროაქტიულობა, ინიციატივა და პასუხისმგებლობა
** უკუკავშირზე დაყრდნობით განვითარების უნარი
** ინტუიცია ბრენდზე და დეტალებზე ყურადღება
** ინგლისურის ცოდნა B2 +/ C1

რას მიიღებ:

** ყოველდღიური გავლენა პროდუქტზე, ბრენდზე და გუნდზე
** მუშაობა ბრენდში, რომელიც კატეგორიის დიზაინის და 0-1 ფილოსოფიით არის აგებული და რეალურად ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ
** მოქნილი, დისტანციური სამუშაო
** კონკურენტული ანაზღაურება, ბონუს სისტემა
** რეალური ზრდის შესაძლებლობა CEO პოზიციაზე

განაცხადი გამოგზავნე: join@mindorwell.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე