დასახელება:
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
დიპლომატ ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" წარმოადგენს კომპანიას რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე: http://diplomatholding.com.ge/
როლი მოიცავს კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის იმპლემენტაციას საქართველოს ბაზარზე; ბიზნესის ზრდის უზრუნველყოფას, სავაჭრო არხების და კატეგორიების სტრატეგიის გზით, პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებთან ერთად;
ძირითადი მოვალეობები:
** ძლიერი და მაღალ შედეგებზე ორიენტირებულ გუნდში ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა
** გაყიდვების დაგეგმვა, კონტროლი, შედეგების ანალიზი
** ანგარიშის სისტემატური წარმოება და ჩატარებული სამუშაოების შედეგების არგუმენტირებული ანალიზი;
** პროდუქციის მიწოდების კონტროლი სავაჭრო ქსელებთან;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ასორტიმენტის, განლაგებისა და რაოდენობის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
** დაქვემდებარულ კადრებში საჭიროების შემთხვევაში ფუნქციების დელეგირება.
** ძირითადი KPI`s (საკვანძო მაჩვენებლების), შესრულების უზრუნველყოფა
** წარმოდგენილი ბრენდების პროდუქციის სავაჭრო არხებში დროული და სწორი მიწოდების მონიტორინგი;
** ბრენდების ჭრილში ბაზარზე სწორი სეგმენტაციის განსაზღვრა;
** ბრენდების და ცალკეული პროდუქტების მიხედვით, სარეკლამო კამპანიის და მარკეტინგული აქციების განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა.
** მსხვილ სავაჭრო ქსელებთან უკვე შეთანხმებული კონტრაქტების ზედმიწევნით შესრულების უზრუნველყოფა
** ინვესტიციების ეფექტური მართვა და ეფექტიანობის კოეფიციენტის ზრდის მუდმივი ძიება
** რეგულარული ვიზიტები ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით
აუცილებელი მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური და/ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით)
** FMCG კომპანიის მენეჯერულ პოზიციებზე 3-5 წლიანი გამოცდილება (გაყიდვების განხრით)
** რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** გაყიდვების არხების მართვის ცოდნა (თანამედროვე ვაჭრობა, ტრადიციული ვაჭრობა ა.შ.)
** სავაჭრო მარკეტინგის და მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა
** რეკომენდატორი კონტაქტების მოწოდება (მინიმუმ 2)
** მართვის მოწმობა B-კატეგორია
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე და დეტალებზე ორიენტრიულობა;
** განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმარება და სამოქმედო გეგმის მიხედვით დროის განაწილების უნარი.
პირობები:
კომპანია უზრუნველყოფს კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტს რომელიც მოიცავს:
** მობილური ტელეფონის ხარჯის კომპენსაცია
** ავტომობილის საწვავის და ცვეთის კომპენსაცია
** მობილური ტელეფონის ხარჯის კომპენსაცია
** გრაფიკი: ორშაბათი პარასკევის ჩათვლით - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე - შაბათი-კვირა დასვენება
** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@holding.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
კანდიდატები შეირჩევიან რამდენიმე ეტაპიანი პროცესით: გასაუბრება დამქირავებელ მენეჯერთან, ტესტირება და პრეზენტაციის მომზადება, პანელური გასაუბრება კომპანიის მენეჯმენტთან
გისურვებთ წარმატებას!
დედლაინი: 05.08.2025
|
|
|
|