დასახელება:
ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - 4 400 ლარი (GROSS)
სამუშაო განრიგი - სრული
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის სტრატეგიასთან თანხვედრილი ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება.
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისი 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის პროცედურების და სახელმძღვანელოების შემუშავება.
** საფრთხეების შეფასება და რისკების მართვა.
** რისკების მართვის სისტემის დანერგვა.
** რისკების შემცირების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი.
** ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტის მუდმივი განხორციელება.
** კიბერუსაფრთხოების ინციდენტების მართვა.
** ინციდენტებზე რეაგირების პოლიტიკის შექმნა.
** შეტევების აღმოჩენის, მათზე რეაგირებისა და აღმოფხვრის პროცესების კოორდინაცია.
** მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ: ISO 27001, GDPR) დანერგვა და მათი აღსრულების მონიტორინგი.
** ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების დანერგვა და მათი გაუმჯობესება.
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზება / ჩატარება კომპანიის თანამშრომელთათვის.
** ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების კულტურის განვითარება.
** ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებების მონიტორინგი და გაუმჯობესება.
** ეფექტიანი თანამშრომლობა კომპანიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მასთან დაკავშირებულ დარგში. სასურველია მაგისტრის ხარისხი.
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე.
** სავალდებულოა შესაბამისი სერტიფიკატების: CISM, ISO 27001 Lead Implementer ქონა. სასურველია CISSP სექტიფიკატის ქონა.
** ინფორმაციული სისტემების და ქსელური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების საფუძვლების ცოდნა.
** რისკების შეფასების, ინციდენტების მართვისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დისციპლინირებული და ორგანიზებული;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარები.
ენები:
** ინგლისური B2.
** კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
** კანდიდატმა რეზიუმესთან ერთად უნდა გამოგზავნოს განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** სავალდებულოა შესაბამისი სერტიფიკატების გამოგზავნა;
** განაცხადების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ დოკუმენტები ან სხვა ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილად ან/ მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი;
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|