Робота для біженців з України
პროდუქტის უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში აკუმულატორების მიმართულებით პროდუქტის უფროსი მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** აკუმულატორების მიმართულებით გაყიდვების, საბაზრო ფასებისა და მარაგების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** შესყიდვების პროცესის კოორდინირება და კონტროლი;
** წარმოდგენილი ბრენდების პროდუქციის სავაჭრო არხებში დროული და სწორი მიწოდების მონიტორინგი;
** აკუმულატორების მიმართულებით ბრენდების მუდმივი განვითარების მიზნით, ბაზრის შესწავლა, ბაზარზე არსებული ფასების, ბრენდების და პროდუქტების ანალიზი, შესაძლო ტენდენციების და მოთხოვნების განსაზღვრა. საბაზრო სეგმენტების მოთხოვნის შესაბამისად ახალი ბრენდების მოძიება და პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა;
** კომპანიის სარეალიზაციო ქსელში, ყველა ძირითად სავაჭრო არხზე ახალი პროდუქტების დამატების იდეის შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების მომზადება;
** ბრენდების ჭრილში ბაზარზე სწორი სეგმენტაციის განსაზღვრა;
** არსებული და პოტენციური ბრენდების მომგებიანობის შეფასება, ანალიზი;
** პროდუქტების მიხედვით აქციებისა და სამოტივაციო სქემების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** ბრენდების მიხედვით წლიური გეგმების შედგენა და შესრულების ეტაპობრივი მონიტორინგი;
** ბრენდების და ცალკეული პროდუქტების მიხედვით, სარეკლამო კამპანიის და მარკეტინგული აქციების განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1869
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე