Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=652809&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ფარსადანის ქუჩა N10

კომპანია გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით (განრიგის შესაბამისად)
** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი გადამისამართება;
** სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი;
** კომპანიის სახელზე არსებული მატერიალური ფასებულობების გაფრთხილება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია ქოლ ცენტრის ოპერატორთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქოლცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 27 აგვისტოსი. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია