დასახელება:
ციფრული მარკეტერი - TKT.ge
|
მომწოდებელი:
TNET
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის ციფრული მარკეტინგის გუნდს TKT.ge-ის და MyJobs.ge-ის ციფრული მარკეტერის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
** Facebook და Instagram არხების მართვა და მათ ზრდაზე ზრუნვა;
** ბრენდის პოზიციონირებისა და მარკეტინგული მიზნების შესაბამისი ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომპანიის მიზნების შესაბამისად სარეკლამო კამპანიებს დაგეგმვა და განხორციელება;
** ვებ-გვერდისა ოპტიმიზაციაში ჩართულობა;
** კამპანიების ეფექტურობისა და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი.
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
** ციფრული სამყაროს ტრენდების მონიტორინგი და იმპლემენტაცია.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
** Facebook Ads-ის ძალიან კარგი ცოდნა
** Google Analytics-ის საბაზისო ცოდნა
** SEO-სა და SEM-ის საფუძვლების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|