Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ბაუერ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანიის შესახებ: - "ბაუერ ქონსთრაქშენი" - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს საშუალო და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა (დიღომი 8)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაოთა მწარმოებელი პასუხს აგებს სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე, ვადებზე და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. ის უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას დადგენილი გეგმის, ბიუჯეტის და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და ზედამხედველობა;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური ნახაზებისა და პროექტის დოკუმენტაციის ინტერპრეტაცია და გამოყენება; ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** დღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების შედგენა შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** სამშენებლო მასალების, ადამიანური რესურსის და ტექნიკის სწორად გამოყენების კონტროლი;
** თანამშრომლობა პროექტის მენეჯერებთან, კონტრაქტორებთან და პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან;
** შესრულებული სამუშაოს ფორმის (ფორმა #2) შედგენა;
** შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება;
** შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადგენა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/ორგანიზება;

აუცილებელი უნარები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის, ინჟინერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
** სტრესულ გარემოსთან ადაპტაცია;
** კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო ნორმების ცოდნა;
** უსაფრთხოების და ხარისხის ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** Auto Cad, Archi Cad-ის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
** უცხო ენების ცოდნა; (ინგლისური, რუსული)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info.bauer.construction@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "ბაუერ ქონსთრაქშენი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე