დასახელება:
ავტოდამტვირთველის მძღოლების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
ფაბრიკა 1900
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ავტოდამტვირთველის მძღოლების სუპერვაიზერი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** ავტოდამტვირთველის მძღოლების ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი.
** დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესების ოპტიმიზაცია და სამუშაოების დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
** უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვაზე ზედამხედველობა.
** ტექნიკური აღჭურვილობის (ავტოდამტვირთველების) მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური სამსახურის ინფორმირება.
** მძღოლების მუშაობის მონიტორინგი და შეფასება - წარმადობის, დისციპლინისა და შრომის სტანდარტების მიხედვით.
** ცვლის განმავლობაში ოპერატიული პრობლემების გადაჭრა და პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავტოდამტვირთველის მძღოლების სუპერვაიზერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|