დასახელება:
წარმოების ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
რესტოაუდიტი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
შპს "რესტოაუდიტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და განვითარებაზე მომართული პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება წარმოების პროცესების აღრიცხვასა და მარაგების ანალიზში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** Excel და Word-ის ცოდნა — საშუალო დონეზე (ცხრილებთან მუშაობა, ძირითადი ფუნქციები)
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია — საერთაშორისო პარტნიორებთან და დოკუმენტაციასთან სამუშაოდ
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გატარება სისტემაში (ზედნადები, ჩამოწერები, აღწერები და სხვ.)
** ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი და ხარვეზების გამოვლენა
** მარაგების ნაშთების კონტროლი და სტრუქტურული აღრიცხვა
** ტექნოლოგიური ბარათების რედაქტირება, შედარება და ანალიზი
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული საქმიანობით დაკავშირებული დავალებების შესრულება
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და ჩართულობა
** პროფესიული კომუნიკაციის და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნების უნარი
** პუნქტუალურობა და წესრიგის სიყვარული
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** მუშაობა მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების გუნდში
** მეგობრული, კონსტრუქციული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, გამოცდილების შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
როგორ უნდა გაგვიგზავნოთ განაცხადი:
გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: Contact@Restoaudit.ge
თემის ველში მიუთითეთ: "წარმოების ბუღალტერი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|