დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
Fix Print
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
სარეკლამო კომპანია "Fix Print". კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო-დეკორაციულ სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციების აწყობა; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ღონისძიებებისთვის სრული დეკორაციების მომზადება;
სარეკლამო კომპანია "Fix Print" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის (ტექნიკურ ჯგუფში მომუშავე სპეციალისტის) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის 15
პირობები:
** ანაზღაურება: 1700 ლარი + ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00
** კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა
ძირითადი მოვალეობები:
** დიზაინის და ნახაზის მიხედვით ნაკეთობის აწყობა-მონტაჟი-დემონტაჟი.
** ბანერის, პვც-ს, ორგმინის, ლედ განათების, და სხვა მასალით რეკლამის და დეკორის აწყობა-მონტაჟი- დემონტაჟი.
** ხარისხის კონტროლი და მუდმივი დაცვა.
** ტექნიკური მონახაზის წაკითხვა.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სავალდებულოა).
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ხელებით მუშაობის უნარი.
** ფიზიკურ დატვირთვის და მივლინებაში გამგზავრებისთვის მზადყოფნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@fixprint.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ტექნიკოსი".
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|