Робота для біженців з України
სადღეღამისო დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადღეღამისო დაცვა
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სადღეღამისო დაცვის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარი, ანაზღაურება მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე (net).
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი 3 დღეში 1-ჯერ.

მოვალეობები:

** კომპანიის შენობის შიგნით წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა.
** კომპანიის გარე პერიმეტრის დაცვა.
** კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ყველა უძრავი ქონების დაცვა.
** კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილების დაცვა გარეშე ხელყოფისაგან.
** კომპანიის შენობაში დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
**სისხარტე;
** პუნქტუალურობა;
**დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 93 23 32.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე