დასახელება:
იურისტი/დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
აქვა გეო
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.
კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტი/დირექტორის თანაშემწე .
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მისაქციელი.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
** ბენეფიტი: ტრანსპორტირება და ადგილზე კვება
** ვაკანტური ადგილი: 1
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის დირექტორის მხარდაჭერა, ადმინისტრაციული, იურიდიული და ტექნიკური ასისტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ყველა საჭირო პარტნიორთან, რომლის სერვისის მიღებაც შესაძლოა დასჭირდეს ხელმძღვანელს;
** ხელმძღვანელთან დაკავშირებული კორპორაციული დოკუმენტების მართვა;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედგენა და კონსულტაციები.
** სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება;
** ხელშეკრულებები, ბრძანების პროექტების და სხვა მის კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტების მომზადება და ვიზირება;
** კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო ან/და კერძო სტრუქტურებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.
უნარები:
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე info@aquageo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: იურისტი/დირექტორის თანაშემწე - თქვენი სახელი და გვარი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|