დასახელება:
სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის პედაგოგი
|
მომწოდებელი:
სკოლა სადუნი
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
სკოლა "სადუნი" აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. №15
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვინ ვართ ჩვენ?
სკოლა "სადუნის" მიზანია, შევქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული და ემოციურად მხარდამჭერი გარემო ბავშვებისთვის. თუ ხარ მოტივირებული, მზრუნველი და ბავშვებზე ცენტრირებული პიროვნება — გელოდებით ჩვენს გუნდში.
შენი როლი და მთავარი პასუხისმგებლობები:
** ჯგუფში არსებული ყოველდღიური აქტივობების მართვა წინასწარ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
** თითოეული ბავშვის უნიკალურობის აღიარება და მათთვის თანაბარი დროისა და ყურადღების დათმობა;
** თანამშრომლობა ჯგუფის სხვა მასწავლებლებთან — გუნდური მუშაობა;
** სსს მქონე ბავშვების აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
** უსაფრთხო და დადებითი ემოციური გარემოს შენარჩუნება ჯგუფში;
** ბავშვების პიროვნული და სოციალური უნარების გაძლიერება, მასწავლებლებთან კოორდინაციით;
** ბაღის მატერიალური ბაზის გაფრთხილება;
** თანამშრომლობა ბაღის ადმინისტრაციასთან და შესაბამისი მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
რას ვითხოვთ:
** უმაღლესი განათლება;
** მოტივაცია ბავშვების განვითარების ხელშეწყობისთვის და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაცია კოლეგებთან;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა სამუშაო გარემოს მიმართ.
რას გთავაზობთ:
** კეთილგანწყობილ, პროფესიონალურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** თვითგანვითარების შესაძლებლობას;
** ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ინიციატივა და ძალისხმევა დაფასებული იქნება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: schoolsaduni.edu@gmail.com, meriukleba@gmail.com (მობ: 598004704)
განაცხადების მიღება გაგრძელდება საბოლოო კანდიდატის შერჩევამდე.
|
|
|
|