Робота для біженців з України
STEM კლუბის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: STEM კლუბის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

გიმნაზია შავნაბადა აცხადებს კონკურსს STEM კლუბის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** STEM კლუბის წლიური გეგმის შექმნა და განხორციელება (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა).
** მოსწავლეთა მოტივაცია და მათი აქტიური ჩართვა პროექტებსა და ექსპერიმენტებში.
** ინოვაციური და პრაქტიკაზე დაფუძნებული აქტივობების დაგეგმვა და ხელმძღვანელობა.
** STEM-საკითხებზე კონკურსებში, ოლიმპიადებში, გამოფენებსა და ბანაკებში მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზება.
** მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა.
** საგანმანათლებლო და ტექნიკური რესურსების მართვა და საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება.
** კლუბის საქმიანობის რეგულარული მონიტორინგი და შედეგების შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge. წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე