დასახელება:
იურიდიული სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
Construction Service
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისი;
** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები;
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სფეროში იურისტად მუშაობის არანაკლებ 5
წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია აპლიკანტს ჩაბარებული ჰქონდეს სამოქალაქო სპეციალიზაციით ადვოკატთა
საკვალიფიკაციო გამოცდა;
** საპროცესო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word და Microsoft Excel)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის
ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მემორანდუმები, საპროცესო დოკუმენტები,
სარჩელები, საჩივრები, აქტები, დასკვნები, განცხადებები, წერილები, სადამფუძნებლო
დოკუმენტები და სხვა) შედგენა/განხილვა/ანალიზი;
** დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამართლებრივი დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის სისტემატიზაცია და აღრიცხვა ანდა
მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო
უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოში
წარმომადგენლობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო ბიუროებში და
სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** კომპანიის შრომითი პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის ხელმძღვანელებისათვის;
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და
შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
** კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ
საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;
** Constriction service-სა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმართვის და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსის ეტაპები:
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: vacancy@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
დაგვიკავშირდით: 577 078 883
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|