Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=651089&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 49.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
** ჩართულობა თვის დახურვის პროცესში და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში;
** ფაქტობრივი ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი ბიუჯეტის მიხედვით;
** ყოველკვირეული შემოსავლების ანგარიშების მომზადება;
** ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის განხრით კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნის დონე - B2;
** სასურველია Power Bi-სთან და SQL-თან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრება;
** კორპორაციული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
** კორპორაციული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("Subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 18 აგვისტო, 2025 წელი.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია