დასახელება:
კონკურსი საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-განხორციელებაზე
|
მომწოდებელი:
პროფესიული უნარების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
თანდართული ფაილი:
650957______________________________2__5364211.rar
|
ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს კონკურს პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-განხორციელების მიზნით.
კონკურსის მიზნები:
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება და პოპულარიზაცია;
** კურსის მონაწილეებისთვის სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარება არაფორმალური საგანმანათლებლო რესურსების მეშვეობით, მათი სოციალიზაციისა და სტუდენტურ და აკადემიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა;
** კურსის მონაწილეებისთვის მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებისა და სასწავლო რესურსის შეთავაზება;
** პროფესიულ განათლებაში არაფორმალური განათლებისა და სტუდენტური სერვისების განვითარება;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსებში სტუდენტის სტატუსის არმქონე პირების მონაწილეობა და თემის სხვა წევრების ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის გზით ჯანსაღი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
** საგანმანათლებლო კურსის შესახებ განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ (საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული), რომელიც ადმინისტრირებასა და ფასილიტაციას გაუწევს არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის შექმნისა და განხორციელების პროცესს.
** კურსის განმახორციელებელი შესაძლოა იყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი/ტრენერი ან ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო კურსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
** კურსის განმახორციელებელ პირს სასურველია ჰქონდეს არაფორმალური განათლების მიმართულებით გამოცდილება.
არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის შეფასების კრიტერიუმები:
** კურსის მიზანი მკაფიოდ და ნათლად არის ჩამოყალიბებული და შეესაბამება კონკურსის მიზნებს;
** განაცხადით გათვალისწინებულია არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის შექმნის დეტალური მოდული და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ყველა აქტივობა მკაფიოდ უკავშირდება კურსისა და კონკურსის მიზანს;
** კურსის თემატიკა და საკითხები ითვალისწინებს თემის/რეგიონის საჭიროებებსა და ინტერესებს;
** განაცხადში წარმოდგენილი არაფორმალური საგანმანათლებლო კურსი განავითარებს ერთ ან მეტ საკვანძო კომპეტენციას;
** არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის შინაარსი ინოვაციურია;
** კურსის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ითვალისწინებს სტუდენტების აქტიურ/პრაქტიკულ ჩართულობას;
** განაცხადით მოთხოვნილი ადამიანური/ადმინისტრაციული, ფინანსური და მატერიალური რესურსების განაწილება არის რაციონალური, დასაბუთებული და უზრუნველყოფს განაცხადით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** განაცხადის ფორმა (დანართი N1-ით გათვალისწინებული ფორმით);
** არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის მოდული (დანართი N2-ით გათვალისწინებული ფორმით)
** ბიუჯეტის ფორმა (დანართი N3-ით გათვალისწინებული ფორმით);
** ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია (შესაბამის საქონელთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაკლებ 3 კომპანიისგან მიღებული ინვოისი) ნებისმიერი საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში;
** განმახორციელებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი (კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში).
საკონკურსო განაცხადის დაფინანსების ოდენობა და მიღების ვადები:
** ერთი არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის დაფინანსების ოდენობა შეადგენს 7 000 ლარს;
** განაცხადები მიიღება 17 ივლისიდან 01 სექტემბრის ჩათვლით (17.07.2024- 01.09.2025)
განაცხადები უნდა გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი და PDF ფორმატში.
კურსის დაფინანსების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია.
განაცხადები მიიღება Eflow-ს ან ელ.ფოსტის - info@geoskills.ge საშუალებით (Eflow-ს დოკუმენტბრუნვის ელ.სისტემის მქონე დაწესებულებების განაცხადი მიიღება მხოლოდ Eflow-ს საშუალებით)
|
|
|
|