Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=650942&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: BSMG
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
შპს "ბლექ სი მეტალ გრუპში" გვაქვს ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით (6 თვიანი გამოსაცდელი ვადა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით
** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი
** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე.წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა
** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა
** საბანკო ოპერაციების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (1C);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@bsmg.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია