Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=650828&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", მარნეულის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: მარნეული, აღმაშენებლის #1
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1600 ლარი + გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ 900 ლარი ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით, განთავსების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობები, ვადებისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების კონტროლი
** სავაჭრო დარბაზის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიის უსაფრთხოდ გახსნა/დაკეტვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** დადგენილი პერიოდულობით მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურსათო ტიპის მაღაზიის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია