დასახელება:
KAM-ი ჰოსპიტალურ/სატენდერო პრეპარატებზე
|
მომწოდებელი:
ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 12 აგვისტო
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას KAM-ის პოზიციაზე ჰოსპიტალურ/სატენდერო პრეპარატებზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქციები:
** ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
** სახელმწიფო და შიდაჰოსპიტალური ტენდერების მოძიება და მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** კრეატიულობა.
შერჩევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელფოსტაზე: adrian@rompharm.ro და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - KAM-ი ჰოსპიტალურ/სატენდერო პრეპარატებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|