Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=649630&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
თანდართული ფაილი: 649630_annex_6604880.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ქ. ზუგდიდის "ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში ავეჯის შესყიდვის მიზნით.

საყოფაცხოვრებო ინვენტარი:

** შესასყიდი ნივთების ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (შესავსები უწყისი - დანართი 1) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
** შესასყიდი ნივთების რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელსა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. შესასყიდი ნივთი მოიცავს ავეჯს, ბენეფიციარების საჭიროების მიხედვით. (სავარაუდო რაოდენობა იხილეთ დანართი 1-ში)
** პროდუქცია საჭიროა მიწოდებულ იქნას ბენეფიციარების საცხოვრებელ მისამართზე თქვენს მიერ ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.
** საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება ელექტრონული საგადახდო დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).
** ფასები წარმოდგენილ უნდა იქნას დღგ-ს გარეშე

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** შევსებული უწყისი დანართი 1 - ფასთა ჩამონათვალი.
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

მომსახურების გაწევის ვადები: 2025 წლის 4 აგვისტოდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ბეჭდით დალუქული კონვერტით და სათაურად მიუთითეთ, როგორც "ავეჯის შესყიდვა", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 21 ივლისი 17:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 93, მე-3 სართული

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია