დასახელება:
სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში
|
მომწოდებელი:
საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" აცხადებს სტაჟირების ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.
"SBA" არის განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ზრუნავს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნის და უნარების მქონე პროფესიონალების აღზრდასა და მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე
სტაჟირების ლოკაცია: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 (1 საათიანი შესვენებით)
სტაჟირების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 თვე
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში (ხელზე ასაღები/net): 500 ლარი
ანაზღაურება დასაქმების შემთხვევაში (ხელზე ასაღები/net): 1568 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პრაქტიკის გავლას პროფესიულ გარემოში
** ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ცოდნის და უნარების გაღრმავებას
** გუნდის მხარდაჭერას და მენტორობას
** შესაძლებელია სტაჟირების ვადაზე ადრე დასრულება და კანდიდატის სრულ განაკვეთზე დასაქმება აკადემიაში, მისი პროფესიონალიზმისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის საფუძველზე.
სტაჟიორის ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პროფესიულ სტუდენტებთან კომუნიკაციაში ჩართულობა (მათთვის ინფორმაციის მიწოდება სასწავლო პროცესთან, პრაქტიკებთან, ღონისძიებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით);
** სტუდენტური დოკუმენტაციის აღრიცხვის, მოწესრიგებისა და პორტფოლიოების შედგენის პროცესში დახმარება;
** შეფასებების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება;
** სტუდენტთა კონსულტაციასა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულობა;
** მონაცემების დამუშავება და ანგარიშგება მენეჯმენტისათვის;
** სხვა ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა აკადემიის შიდა წესების და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (C2 დონე);
** საოფისე პროგრამების ფლობა, განსაკუთრებით Excel-ის სამუშაო დონეზე;
** უპირატესობა მიენიჭება განათლების მეცნიერებების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებს და ინგლისური ენის ცოდნის მქონე კანდიდატებს.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის წევრებთან თანამშრომლობის უნარი
** დროის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების სურვილი და მზაობა
კანდიდატის მიღება ხდება 1 გასაუბრებით
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე career@sba.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 ივლისი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
"SBA" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "SBA" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "SBA"- შიკანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|