დასახელება:
DWH პროდუქტის მფლობელი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას DWH პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემთა საწყობის (Data Warehouse/Data Lake) განვითარების მიზნით ბიზნეს მოთხოვნებისა და ტექნიკური დავალებების ფორმულირება, სამუშაო პროცესების აღწერა და დოკუმენტირება;
** მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან IT პროექტების მართვის კუთხით და მონაცემთა მართვასთან დაკავშირებული საჭიროებების გადაცემა ტექნიკურ გუნდთან;
** მონაცემთა პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და პროგრესის კონტროლი;
** მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა, მონაცემთა საცავის არქიტექტურისა და ანგარიშგების სტრუქტურის სრულყოფა;
** DWH პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და საბოლოო შედეგების შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემების დამუშავებისა ან/და IT პროექტებთან მიმართულებით;
** მონაცემთა საწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა (ETL, მონაცემთა მოდელირება, ტრანსფორმაცია, შენახვა, BI);
** სასურველია გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
** ინგლისური ენა - B2/C1 დონე;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები ტექნიკურ და ბიზნეს გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|