დასახელება:
ინვესტორებთან ანგარიშგების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ინვესტორების ინდივიდუალური რეპორტინგ მოთხოვნების შესწავლა და მათთან შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
** სხვადასხვა დანიშნულებით მონაცემებთა დამუშავება და ანგარიშგებების მომზადება;
** დეპარტამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ყოველდღიურ საქმიანობაში;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსების ან აუდიტის სპეციალობით;
** ფინანსისტად, აუდიტორად, ანგარიშგების სპეციალისტად (ფინანსურ სექტორში) მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე ანგარიშგების წარმოების გამოცდილება;
** ინგლისური ენა - B2/C1 დონე;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, განსაკუთრებით - Excel)
** ბიზნეს კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი უნარები)
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|