Робота для біженців з України
პროგრამული პროდუქტების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული პროდუქტების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამული პროდუქტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 2700 ლარი

პროგრამული პროდუქტების მართვის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციაში არსებული პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** ანალიზის საფუძველზე ფუნქციონალური მოთხოვნის დოკუმენტის შექმნა;
** ვენდორების მიერ წარდგენილი ფუნქციონალის მოთხოვნასთან შესაბამისობის დადგენა;
** სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა;
** ვენდორებთან შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინირება;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება (Meeting Minutes, Status Report);
** სისტემის ბიზნეს ფუნქციონალის კონფიგურაცია;
** სისტემის მომხმარებლების ტრენინგი და მხარდაჭერა;
** სისტემის მომხმარებლების მართვა - რეგისტრაცია, უფლებების გაწერა;
** არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების აწყობა;
** პრობლემების იდენტიფიცირება ბიზნეს ფუნქციონალის ნაწილში;
** სისტემის იმპლემენტაცია არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
** ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის დავალებით, სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა. (მათ შორის: საქართველოს კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ და სხვა).

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2025 წლის 22 ივლისისა და Subject ველში მიუთითეთ კოდი: 027

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე