დასახელება:
მონიტორინგის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
აის ლენდ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით).
სამუშაო ადგილი: საქართველო.
ძირითადი მოვალეობები:
** დავალების შესაბამისად, მოინახულოს სავაჭრო ობიექტები.
** სავაჭრო ობიექტებში განახორციელოს პლანოგრამის დაცვის მონიტორინგი.
** შეტანილი პროდუქციის რაოდენობის მონიტორინგი.
** ვადების მონიტორინგი.
** თაროს მოწესრიგებულობა.
** შედეგების წერილობით და სურათებით აღწერა.
** ფოტო-მასალის დამუშავება/გადატანა კომპიუტერში;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;
კანდიდატის პროფილი: აუცილებელია მართვის მოწმობა: (B კატეგორია) (საკუთარი ავტომობილით)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება: 1500 (ათას ხუთასი) ლარი + საწვავი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე office@ilgeorgia.ge
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|