Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=649183&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ტექნო მოლი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
შპს "ტექნო მოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

შპს "ტექნო მოლი" (https://technomall.ge/) წარმოადგენს ელექტრო ინსტრუმენტების საცალო ქსელს საქართველოში. "ტექნო მოლი" აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა: BOSCH, DEWALT, MILWAUKEE, TOPTUL, MAKITA, INGCO, COOFIX, TOTAL, LUTIAN და სხვ.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, სულაბერიძის N80/82
გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (09:00-დან 17:00 საათამდე; შაბათი - 13:00-მდე)
ანაზღაურება: 800 ლარი + საბონუსე სისტემა (1300-დან 2000-მდე)

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: omar@technomall.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია