დასახელება:
სკოლის მასწავლებელთა ტრენინგი ქალთა უფლებებზე/თანასწორობაზე
|
მომწოდებელი:
ქეა კავკასია
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ტენდერს სკოლის მასწავლებელთა ტრენინგი ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე.
"ქეა კავკასია" გთავაზობთ ორ-დღიან გასვლით ტრენინგ-სემინარს საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის თემატიკაზე.
ღონისძიება ტარდება პროექტის: "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის" ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ. სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილია ბაღის, სკოლის მასწავლებელთა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ თემატიკასთან დაკავშირებით.
მიზნობრივი ჯგუფი: კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმებული საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების, ისტორიის, ქართული და სხვა უცხო ენის მასწავლებლები. ტრენინგი ჩატარდება 2 ჯგუფად (თითოეული ჯგუფი - 15 ადამიანი)
ტრენინგის განრიგი:
კახეთის ჯგუფი - 7-8 აგვისტო (2 დღე/1 ღამე)
ქვ. ქართლის ჯგუფი - 8-9 აგვისტო (2 დღე/1 ღამე)
ტრენინგის ლოკაცია: კახეთი, თელავი, სასტუმრო "ზუზუმბო", ქართული უნივერსიტეტის ქუჩა.
ტრენინგის თემატიკა:
** ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები;
** თანასწორობა, ნორმები და სტერეოტიპები;
** ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა;
** შრომის გადანაწილება, კაცების როლი თანასწორობის მიღწევაში.
კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ინტერაქციული სავარჯიშოები, სიმულაციური თამაშები და რეალური შემთხვევების განხილვა.
ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმები:
აუცილებელია ტრენინგის მონაწილე დასაქმებული იყოს კახეთის ან ქვემო ქართლის რეგიონის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო სკოლაში სამოქალაქო განათლების, ისტორიის, ქართული და სხვა უცხო ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ღირებულება: ტრენინგზე დასწრება, განთავსება ერთი ღამით და კვება უფასოა. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე და უკან.
რეგისტრაციის პირობები: დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მიზნობრივი ჯგუფის კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, ბმულზე: https://forms.gle/hxWBnHiRVbgK5ksx8
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2025.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვ მიმართოთ თამარ ქასრაშვილს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Tamar.Kasrashvili@care.org
|
|
|
|