Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=649117&print=yes&view=jobs
 
ჰოსტესი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: ფუნიკულიორის კომპლექსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ფუნიკულიორი"- 80 წლიანი ისტორია!

კომპლექსი ფუნიკულიორი - აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ტიპის ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან "ფუნიკულიორს", ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ "ქართულ ბისტროს" და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/watch/?v=2704704929548701

ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია!

"რიგი" - ეს არის ჩვენი დროის გასტრონომიული დუქანი კარგად განვითარებული გასტრონომიული ბაზრის მიმართულებით, სადაც ქართული (მეტწილად, თბილისური) გასტონომიული კულტურა და ძველთბილისური ხასიათი, ჰარმონიულად შეერწყა თანამედროვე ტენდენციებს, როგორც კერძის მიწოდების, ასევე, გარემოს მახასიათებლების თვალსაზრისით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/watch/?v=486152199731513

პოზიციის ძირითადი მიზნების და ფუნქციების აღწერა:

ჰოსტესი არის სერვისის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სტუმრის თავაზიანი მიღება, მასთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, ობიექტზე მაგიდების განლაგების და ნუმერაციის ცოდნა, შესასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრობის განსაზღვრა, ჰოსტესს პროფესიული განვითარების შესაბამისი საფეხურების გავლის შემთხვევაში შეუძლია დაწინაურდეს ზემდგომ პოზიციებზე.

რას გთავაზობთ:

** სრულ 5 დღიან სამუშაო განრიგს;
** მეგობრულ გუნდს და დაბალანსებულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
** უფასო ლანჩს;
** ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

რას ვითხოვთ:

** ჰოსტესის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას;
** ლოიალობას;
** სამუშაო ეთიკის დაცვას;
** გუნდური მუშაობის უნარს;
** დეტალებზე ორიენტირებულობას;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას;

თუ გსურს გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და ხედავთ თქვენს თავს ჰოსტესის პოზიციაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@gmtgroup.ge, ან მოგვწეროთ საკონტაქტო.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია