Робота для біженців з України
კონსტრუქტორი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ქალაქ გარდაბანში აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე საკონსტრუქტორო სამსახურში, თბოელექტრო სადგურის ობიექტზე.

არსებითი პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი
სამუშაოს გრაფიკი: 08:00 სთ-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტის ტექნიკური ნაწილის ანალიზი.
** საჭირო ნახაზების პროექტირება AUTOCAD პროგრამით (ЕСКД- ერთიანი საკონსტრუქტორო სტანდარტებით);
** პროექტით განსაზღვრული ლითონის ნაკეთობის მექანიური დამუშავება ნახაზების მიხედვით: შედუღება, პლაზმური ჭრა, აირით ჭრა და თერმული დამუშავება;
** პროექტისათვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების შესასყიდი სიის შედგენა;
** პროექტის მიმდიანრეობისა და ნაკეთობიბს დამუშავების მეთვალყურეობა წარმოების ყველა ეტაპზე;
** უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;

ცოდნა და უნარები:

** ნახაზების გაფორმებისას ფუნდამენტური სტანდარტების ცოდნა (ЕСКД- ერთიანი სისტემა საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია).
** ლითონის დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სასურველია ტექნიკური ინგლისური ან / და რუსული ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:

** MS Office;
** AutoCAD.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 აგვისტო.

შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.

განაცხადის ბმული: https://wkf.ms/3Dep0QO

გისურვებთ წარმატებას!

კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ work@giec.ge

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე