დასახელება:
პრომო გოგო
|
მომწოდებელი:
3D Painter
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
კომპანია "3D Painter" სუვენირების მაღაზიათა ქსელი აცხადებს საზაფხულო ვაკანსიას პრომო გოგოს პოზიციაზე.
გეძებ კარიერული შანსი ზაფხულისთვის?
3D Painter - სუვენირების მაღაზიათა ინოვაციური ქსელი, გთავაზობს შესაძლებლობას იმუშაო კრეატიულ გარემოში და განვითარდე გაყიდვების მიმართულებით!
რას გთავაზობთ:
** სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი ან გალერია თბილისი
** სამუშაო დღეები: კვირაში 3 ან 4 დღე (შეთანხმებით)
** სამუშაო საათები: 5 სთ და 30 წთ დღეში
** სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება დღიურად: პირველი ცვლა: 35₾-80₾, მეორე ცვლა: 40₾-85₾
შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის ეფექტურად გაცნობა;
** გაყიდვების განხორციელება და დახმარება შერჩევაში;
** პროდუქციის სტენდებზე ლამაზად და მოწესრიგებულად განთავსება;
** მენეჯერის მითითებების შესრულება და გუნდთან თანამშრომლობა.
ვის ვეძებთ:
** კომუნიკაბელურ, მხიარულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს;
** ვისაც უყვარს კონტაქტი ხალხთან და უყურებს საქმეს პასუხისმგებლობით;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია (სასურველია დამატებითი ენებიც);
** მოწესრიგებული, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
თუ თვლი, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გადმოაგზავნე შენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com. Subject ველში მიუთითე: Promo Girl.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, გასაუბრებაზე შემოწმდება უცხო ენის ცოდნა.
არ გაუშვა შანსი - გქონდეს შემოსავალი და გამოცდილება ერთად!
|
|
|
|