Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"NIKS Holding" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ჩვენ შესახებ:

"NIKS Holding" არის დინამიკურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.

"NIKS Holding"-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებები, დასკვნები, სარჩელები, საჩივრები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და დავების წარმოება;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების, ნებართვების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი);
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჰოლდინგური ტიპის კომპანიაში); სასურველია მეღვინეობის/სოფლის მეურნეობის სფეროში;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და სწრაფად რეაგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერასა და უკუკავშირს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com

სათაურის ველში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება - [თქვენი სახელი]
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 აგვისტო, 20205.
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე