დასახელება:
ტრენინგების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა შენარჩუნების, ჯანსაღი კორპორატიული გარემოს შექმნისა და პროდუქტიულობის ზრდის მიზნით HR ტრენინგების სამსახურის დებულებით განსაზღვრული პროცესების კოორდინაცია, კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
** თანამშრომელთა შენარჩუნების, ასევე, წინა ხაზის თანამშრომლების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით შესაბამისი პროექტების მართვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა - კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისი სასწავლო პროექტების ინიცირება და კოორდინაცია;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე Outsource კომპანიების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და ტრენინგების ორგანიზება, სამომავლო თანამშრომლობისთვის ტრენინგ კომპანიების რეესტრის წარმოება და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შიდა და გარე ტრენინგებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა - დოკუმენტაციის სრული ციკლის უზრუნველყოფა (სარეგისტრაციო ფორმები, ხელშეკრულებები, ფინანსური და ტრენინგ დოკუმენტაცია), აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
** ტრენინგებთან დაკავშირებული ლოგისტიკური და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა თბილისსა და რეგიონებში;
** ტრენინგის ჩატარებისათვის აუცილებელი ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის კონტროლი - ტრენერის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
** ჩატარებული ტრენინგების მონიტორინგი - ეფექტიანობის შეფასება, ტრენინგების პროექტების მენეჯერების საქმიანობის აღრიცხვა და კონტროლი;
** ტრენინგების დეტალური რეპორტინგის უზრუნველყოფა - დასწრება, დახარჯული რესურსები, საათების რაოდენობა, უკუკავშირი და სხვა საკვანძო ინდიკატორების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები
განათლება და გამოცდილება:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა სისტემატიზაციის, ანალიზისა და რეპორტინგის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პროცესების მართვისა და კოორდინაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ტრენინგების კოორდინატორი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22.07.2025.
გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|