Робота для біженців з України
გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების ტექნ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების ტექნ. სპეციალისტი
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენსი" 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად თბილისის გუნდში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
სამუშაო განაკვეთი: სრული (თუმცა განიხილება კანდიდატები ნახევარ განაკვეთზეც)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის ცოდნა, მინიმალური ცოდნის დონე C1;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
** ტექნიკის და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას - 2400-3000 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
** გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
** გარანტირებული ბონუსს პირველი 6 თვის განმავლობაში- 250-380 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით);
** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე - 750 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** დისტანციურად მუშაობის საშუალებას (ტრენინგკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე -
CMX Solutions - Deutschsprachiger Kundenservicemitarbeiter (Tiflis, Georgien)

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენსმა" რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე