დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Helpo.ge
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
კომპანია "Helpo.ge" უკვე 6 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საევაკუაციო და ავტოდახმარების სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://helpo.ge/
კომპანია "Helpo.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე; (10:00 - 19:00)
ანაზღაურება: ხელზე 900 ლარი + ყოველდღიური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო პროცესს
** ულიმიტო სასაუბრო დროსა და ესემესებს
** კომპანიის ტელეფონს
** ღირსეულ ანაზღაურებას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მიახლოებულ მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება და დისპეტჩერიზაცია ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება, შეკვეთის გადაცემა
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: helpoevakuatori@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".
"Helpo" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|